თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამით მიზეზითა კადნიერ ვიქმნებით სურვილსა ამიერ განსლვისასა, ვინაჲთგან უწყით თუ ვითარისა მახლობელობისა ღმრთისა მომატყუებელ არს ჩუენდა განჴსნაჲ ესე ჴორცთაგან.
7. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ.8. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა.9. ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5