თარგმანი: სიძვითა დაცემულთა მათ უწოდს მავნებელ და ვნებულ, ვითარ თჳთვე ავნეს ურთიერთას და ვნებულ-ყვნეს თავნი თჳსნი. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: დაღათუ პირი მსიძავთაჲ მათ იყო რეცა მიზეზ მოწერისა თქუენდა, არამედ მე არა ხოლო მათთჳს მოვწერე, რაჲთა შეინანონ, გარნა რაჲთა სიყუარულიცა გულისა ჩემისაჲ, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა ყოველთა მხედველისა, ესე წინაშე ყოველთა განვაცხადო. რამეთუ შემეშინა, ნუუკუე სიბოროტემან გზად დაისხნეს ცთომილნი იგი, და ვითარცა კარით შემოსავალით, ესრეთ შემოვიდეს და განეფინოს თქუენ ყოველთა შორის, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. ამისთჳს ვაჩუენე მოსწრაფებაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თქუენი ჩუენთჳს თქუენდა მიმართ. ესე იგი არს სიყუარული ურთიერთასი, რომელი-იგი კეთილთა თჳსთა მიმოდასდებს მოყუარეთა შორის, მიზღვითა და უკმოზღვითა. ხოლო შენ აწინდელი ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: "არა მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა" — ნუ გგონიეს წინააღმდგომ პირველისა მის ებისტოლისა თქუმულსა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს" (
2 კორინთელთა მიმართ 7:12
11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.12. და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.13. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7