📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: მრავალი კადნიერება მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს (7,4).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა დასაშჯელად თქუენდა განვავრცენ სიტყუანი მხილებისანი, არამედ რამეთუ ფრიადი კადნიერებაჲ მაქუს სიყუარულისა თქუენისა მიმართ; არცა განწირვით გეტყოდე მეუღლე-ყოფასა ურწმუნოთასა, არამედ, ვინაჲთგან მრავალი სიქადული მოგიცემიეს ჩემდა კეთილთა საქმეთა თქუენთაგან, მნებავს, რაჲთა ამასცა ზედა ვიქადო, რაჟამს თქუენ განჰმართოთ ცთომილებაჲ ესე.
მოციქულისაჲ: სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა; გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა (7,4).
თარგმანი: ნუგეშინის-ცემად უწოდს მხიარულებასა, რომელი მიეღო სმენითა ჰამბვისაჲთა, ვითარ განემართა მათ ცთომაჲ იგი, რომლისათჳს ამხილა მოციქულმან პირველსა მას შინა ებისტოლესა, რომლისათჳს აწ ესოდენსა სიხარულსა მისწერს, ვითარმედ: ყოველივე ჭირი ჩუენი დაუფარავს გარდარეულებასა მისსა.
მოციქულისაჲ: და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ (7,5).
თარგმანი: წარმოთქუმითა ჭირთა თჳსთა სიმძიმისაჲთა განადიდებს საზომსა სიხარულისასა, ვითარმედ: "ესოდენსა ჭირსა შინა მყოფსა ყოველივე იგი განმიქარვა სმენამან კეთილად წარმატებისა თქუენისამან".
მოციქულისაჲ: გარეშე — ბრძოლანი, შინაგან — შიშნი (7,6).
თარგმანი: გარეშედ უწოდს ურწმუნოთა, რომელნი განცხადებულად ჰბრძოდეს მას სიტყჳსათჳს ჭეშმარიტებისა, ხოლო შინაგანად მორწმუნეთა უწოდს, რომელთათჳს ეშინოდა, ვითარცა უძლურთა სარწმუნოებითა; ნუუკუე დაიჴსნნენ სიმრავლისათჳს წინააღმდგომთაჲსა.
მოციქულისაჲ: არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა (7,6).
თარგმანი: ნუგეშინისმცემელად მდაბალთა უწოდს ღმერთსა, ჩუეულებისაებრ წმიდათაჲსა, რამეთუ ვითარითა სახითა ქმნილ იყოს შეწევნაჲ იგი მის ჟამისაჲ მათ ზედა, მითვე სახელითა უწოდენ მას. ხოლო ჰნებავს აწ მოციქულსა განდიდებაჲ პატივსა ტიტესსა, რაჲთა ღირსებით სარწმუნო ყოს იგი წინაშე მათსა; ამისთჳს დიდად რაჲმე შეჰრაცხს მისლვასა მისსა.
მოციქულისაჲ: არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ნუგეშინისცემულ იქმნა თქუენ ზედა (7,7).
თარგმანი: ესე ტიტე იყო წარვლინებულ კორინთედ პირველითა მით ებისტოლითა, და, მოიქცა რაჲ მიერ, არა ლიტონად მოსლვისა ოდენ თჳსისა სიხარული მოართუა მოციქულსა, არამედ თხრობაჲცა, ვითარ-იგი ნუგეშინისცემულ იყო ხილვითა მათისა მის მორჩილებისაჲთა; ვითარ ჯეროვნად განჰმართეს ცთომაჲ იგი, რომლისათჳს იმხილნეს, და ამის მიერ უმეტეს ნუგეშინის-ეცა მოციქულსა.
მოციქულისაჲ: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს (7,7).
თარგმანი: სურვილი აქუნდა ხილვისათჳს მოციქულისა, ხოლო შერისხვისა მისისათჳს არა ლიტონად ცრემლოვოდეს ოდენ, არამედ გოდებდეს-ცა. და კუალად, მოკიცხართა მათ ზედა მოციქულისათა ცრუმოციქულთა, და მის მიერ განგდებულსა მას შეცოდებულსა არა ხოლო ლიტონად შეჰრისხნეს, არამედ ძლიერითა შერისხვითა, ვითარცა შუენის აღძრულთა საღმრთოჲსა შურისა მიერ.
მოციქულისაჲ: ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე; რამეთუ დაღაცათუ შეგაწუხე6 თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, და თუმცა ვინანდი (7,7-8).
თარგმანი: ესე იყო უფროჲსი სიხარული, რაჟამს სმენითა წარმატებისა მათისაჲთა დაავიწყდეს ჭირნი იგი განსაცდელთა მის ზედა მდებარეთანი. ვინაჲცა დაღაცათუმცა უმეტეს რაჲმე ზომისა ყოფილ იყო წიგნი იგი შეწუხებისაჲ მათდა მიმართ, და ღირსი სინანულისაჲ, არღარა ინანდა მოციქული, ვინაჲთგან ხედვიდა ნაყოფსა სიტყუათა თჳსთასა, რომელ არს განმართებაჲ ცთომილებისაჲ. გარნა არარას ჰყოფდა პავლე უმეტესსა ზომისასა და ღირსსა სინანულისასა, დაღაცათუ აწ ნუგეშინისცემისა მათისათჳს იტყჳს, ვითარმედ: მძიმე და შემაწუხებელ იყვნეს სიტყუანი მისნი მათდა მიმართ.
მოციქულისაჲ: ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ, აწ მიხარის; არა თუ რომელ შეგაწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად (7,8-9).
თარგმანი: ყოველივე ესე ქებაჲ სიტყუათა მათ შუენოდა სამოციქულოჲსა მოძღურებისათა, ვითარცა ძლიერთა წამალთა, უჩინო-მყოფელთა წყლულებისათა; არამედ მოციქული თჳსსაცა და მათსაცა ყოველსა წყალობით მათ მიაჩემებს, რაჲთა ყოვლით კერძო აჩუენოს აღმამაღლებელი იგი სხუათაჲ სიმდაბლე თჳსი! ამისთჳს შეწუხებაჲ ებისტოლესა აჩემა, ხოლო ნაყოფი სინანულისაჲ, რომელ ყო შეწუხებამან, იგი მათ განუკუთნა და თავისა თჳსისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს მიხარის შეწუხებაჲ თქუენი, რამეთუ შურ-ვიგებ, არამედ ამისთჳს, რამეთუ ტკივილი იგი შეწუხებისაჲ ჟამ ერთ იყო, და ნაყოფი იგი მისი სინანულისა-მიერი — საუკუნო.
მოციქულისაჲ: და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან (7,10).
თარგმანი: ესე არს საღმრთოდ შეწუხებაჲ, რაჲთა განიშოროს კაცმან ყოველივე შემაწუხებელი ღმრთისაჲ, ვითარ-იგი კორინთელთა შეცოდებული იგი სიტყჳთა მოციქულისაჲთა, რომლისათჳს უკუეთუმცა არა მიეწერა მათდა, მიზეზ ზღვევისა და დაჭირვებისა ექმნებოდა მათ, ვითარცა არა-მცემელი მიზეზსა სინანულისასა სიტყუათა მიერ მხილებისათა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს (7,10).
თარგმანი: აჰა ესერა სიბრძნით განგჳყოფს მწუხარებათა — საღმრთოსა და სოფლისასა, რამეთუ უკუეთუ ვინმე ცოდვათათჳს შეწუხნეს, და იგიცა არა სასოწარკუეთილებით, არამედ სინანულისა შემატებით, ესევითარი იგი მწუხარებაჲ საღმრთო არს, რაჟამს წუთ ჟამისა სინანულითა იჴსნას საუკუნოდ უსარგებლოჲსა სინანულისაგან, ხოლო რომელი საჴმართა დაკლებისა ანუ კაცობრივისა დიდებისაგან ჴუებისა გინა რაჲსაცა ჴორციელთა და წარმავალთა საქმეთაგანისათჳს წუხდეს, ესევითარი იგი სოფლიოდ წუხს, და ნაყოფად მწუხარებისა შიშთვილსა მოისთულებს, ვითარცა გარეშე ბუნებისა მჴუმეველი სარგებელსა მწუხარებისასა. ვინაჲცა საღმრთოდ შეწუხებაჲ — შეუნანებელ, ხოლო სოფლიოდ შეწუხებაჲ მარადის შესანანებელ არს.
მოციქულისაჲ: რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურიგებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ; გინა რაოდენი ლხინი (7,11).
თარგმანი: აჰა ესერა ერთბამად წარმოიტყჳს ნაყოფთა შეუნანებელისა მის საღმრთოჲსა მწუხარებისათა, რომელმან არა ხოლო სინანულად, არამედ მოსწრაფებადცა აღადგინნა, რამეთუ სხუანი ესე შემდგომნი მოსწრაფებისა ნაყოფ არიან, ვითარ სიტყჳს-გებაჲ, რაჟამს მოიქცეს სინანულად და მოიკუეთეს მათგან მსიძავი იგი. შერისხვაჲ უკუე ყვეს შეცოდებულისა მიმართ, ხოლო შიში აჩუენეს მოციქულისა მომართ, რამეთუ შეშინებულთაჲ არს ესოდენი შეცვალებაჲ, გარნა რაჲთა არა სამძიმარ უჩნდეს, ესმეს რაჲ შიში, ზედა-დაჰრთავს სიყუარულსა, ვითარმედ: სურვილისა და სიყუარულისაგან არა გინებს შეწუხებაჲ ჩემი, და ამისთჳს შეგეშინა, რამეთუ გიყუარ, არა თუ რამეთუ გმძლავრობ ანუ ვფლობ რასმე. ხოლო შური საღმრთოჲ ყვეს ცრუმოციქულთა მიმართ და მგმობართა ქრისტეს ქადაგისა მის ჭეშმარიტისა მოციქულისათა. ხოლო შური-იგეს შეურაცხ-ყოფისათჳს შჯულთა საღმრთოთაჲსა, მათ ზედა, რომელთა ესიძვა.
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას (7,11).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლად განიყარეთ თქუენგან ბრალი იგი, რომელ დაგდევ პირველსა შინა ებისტოლესა, ვითარმედ: თქუენ განლაღებულ ხართ; ვითარმცა თანაზიარ გიწოდდი მისსა და თანა-სათნო-ყოფილ, ხოლო აწ ვინაჲთგან შეჰრისხენით მას და მოიკუეთეთ თქუენგან, ამით განაცხადეთ, ვითარმედ არარაჲთ თანაზიარ და წმიდა ხართ საქმეთაგან ბილწებისა მისისათა.
მოციქულისაჲ: დაღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ, და ჩუენი — თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა (7,12).
თარგმანი: სიძვითა დაცემულთა მათ უწოდს მავნებელ და ვნებულ, ვითარ თჳთვე ავნეს ურთიერთას და ვნებულ-ყვნეს თავნი თჳსნი. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: დაღათუ პირი მსიძავთაჲ მათ იყო რეცა მიზეზ მოწერისა თქუენდა, არამედ მე არა ხოლო მათთჳს მოვწერე, რაჲთა შეინანონ, გარნა რაჲთა სიყუარულიცა გულისა ჩემისაჲ, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა ყოველთა მხედველისა, ესე წინაშე ყოველთა განვაცხადო. რამეთუ შემეშინა, ნუუკუე სიბოროტემან გზად დაისხნეს ცთომილნი იგი, და ვითარცა კარით შემოსავალით, ესრეთ შემოვიდეს და განეფინოს თქუენ ყოველთა შორის, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. ამისთჳს ვაჩუენე მოსწრაფებაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თქუენი ჩუენთჳს თქუენდა მიმართ. ესე იგი არს სიყუარული ურთიერთასი, რომელი-იგი კეთილთა თჳსთა მიმოდასდებს მოყუარეთა შორის, მიზღვითა და უკმოზღვითა. ხოლო შენ აწინდელი ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: "არა მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა" — ნუ გგონიეს წინააღმდგომ პირველისა მის ებისტოლისა თქუმულსა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს" (). რამეთუ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმეს რაჲ, ვითარმედ: "არა თუ ჴართათჳს რაჲმე ეურვების ღმერთსა" (), არა ესე გიღირს თქუმად თუ: "ჴარნი განგდებულ არიან ღმრთისა მიერ ზრუნვისაგან". არამედ ესე, ვითარმედ: სახე იგი შჯულისა-მიერი უპირატეს უკუე კაცთათჳს თქუმულ არს, და ეგრეთღა — ჴართათჳს. ეგრეთვე აქა უპირატესი უკუე ზრუნვაჲ მოციქულისაჲ ერისა მისთჳს იყო, რაჲთა არა ერთისა ამის ასოჲსაგან ყოველსავე გუამსა განეფინოს სენი მისი, და ეგრეთღა შემდგომად თჳთ სნეულისა მისცა ასოჲსა ზრუნვიდა განკურნებასა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინისცემასა მას თქუენსა ზედა (7,13).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიხარის, რამეთუ შეწუხებაჲ ესე ჩემი ნუგეშინის-ცემა გექმნა თქუენ, და განმართებითა თქუენთა ცთომილებათაჲთა არცა ერთი ჭირთა ჩემთაგანი ცუდ იქმნა თქუენთჳს.
მოციქულისაჲ: უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან, რამეთუ, რაჲცა-იგი მისსა მიმართ ვიძალე თქუენთჳს, არა მრცხუენა (7,13-14).
თარგმანი: სიხარულ ტიტესსა იყო არა ცუდად გზავნაჲ მისი, არამედ განმართებაჲ ცთომილებისაჲ მის, რომლისა-იგი მხილებად მისრულ იყო, რომლისა მორჩილებითა განუსუენეს მათ სულსა მისსა, და დამტკიცნა ჭეშმარიტებაჲ მათთჳს თქუმულთა მოციქულისა მიერ სიტყუათა სიქადულისათაჲ, რომელნი-იგი საწამებელცა იყვნეს სათნოებისა მათისა და გამოსაჩინებელცა, ვითარმედ უყუარან მას იგინი.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდე თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა, და მოწყალებაჲ მისი უმეტესად თქუენდა მიმართ არს (7,14-15).
თარგმანი: მრავალი რაჲ მიეწერა მათდა მოციქულსა ტიტესთჳს საქებელად, რომელსა სახითა ამით დაამტკიცებს, ვითარმედ, ვითარცა ამისი ქებაჲ ჩემგან თქუენდა მიმართ ჭეშმარიტ იყო, ეგრეთვე თქუენთჳს სიქადული ჩემი ამისსა მიმართ ჭეშმარიტ იქმნა, და აწ ამას არღარა მცირედ რაჲმე უყუართ თქუენ, არამედ ფრიადითა წყალობითა ნაწლევთა მშობლებრ ლმობისაჲთა განმდიდრებულ არს თქუენდა მიმართ.
მოციქულისაჲ: მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი. მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის (7,15-16).
თარგმანი: რაჲთა არა ლიქნისად შეერაცხნენ სიტყუანი ესე ტიტეს სიყუარულისანი, ამისთჳს მიზეზსაცა უთხრობს, რომელ არს მორჩილებაჲ სიტყჳსა მისისაჲ და შიში და ძრწოლაჲ მათი ბრალისა მისთჳს და შერისხვისა მოციქულისა მიერ. ვინაჲცა ყოვლითავე კადნიერ ყოფასა მათდა მიმართ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: გინა თუ შეგრისხნე და გამხილო, არა მეშინის, ვითარმცა დაიჴსნენით მწუხარებითა, არცა უკუეთუ გაქებდე და ვიქადოდი ვისთანამე თქუენთჳს, მაშინ ვძრწი, ვითარმცა აღზუავენით ანუ მტყუვრად გამომაჩინეთ, ნაცილ და არა მართალ ყოფითა თქუმულთა ჩემთაჲთა. ესრეთ უკუე დასასრულსა ამის პირისასა დასაწყის ჰყოფს სხჳსა პირისა, და ყოველსავე ზედა კადნიერებითა მოწყალებისათჳს წინა-გზა-უყოფს სწავლასა თჳსსა.