თარგმანი: მრავალი რაჲ მიეწერა მათდა მოციქულსა ტიტესთჳს საქებელად, რომელსა სახითა ამით დაამტკიცებს, ვითარმედ, ვითარცა ამისი ქებაჲ ჩემგან თქუენდა მიმართ ჭეშმარიტ იყო, ეგრეთვე თქუენთჳს სიქადული ჩემი ამისსა მიმართ ჭეშმარიტ იქმნა, და აწ ამას არღარა მცირედ რაჲმე უყუართ თქუენ, არამედ ფრიადითა წყალობითა ნაწლევთა მშობლებრ ლმობისაჲთა განმდიდრებულ არს თქუენდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ 7:15
14. რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.15. და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.16. მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7