თარგმანი: რაჲთა არა ლიქნისად შეერაცხნენ სიტყუანი ესე ტიტეს სიყუარულისანი, ამისთჳს მიზეზსაცა უთხრობს, რომელ არს მორჩილებაჲ სიტყჳსა მისისაჲ და შიში და ძრწოლაჲ მათი ბრალისა მისთჳს და შერისხვისა მოციქულისა მიერ. ვინაჲცა ყოვლითავე კადნიერ ყოფასა მათდა მიმართ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: გინა თუ შეგრისხნე და გამხილო, არა მეშინის, ვითარმცა დაიჴსნენით მწუხარებითა, არცა უკუეთუ გაქებდე და ვიქადოდი ვისთანამე თქუენთჳს, მაშინ ვძრწი, ვითარმცა აღზუავენით ანუ მტყუვრად გამომაჩინეთ, ნაცილ და არა მართალ ყოფითა თქუმულთა ჩემთაჲთა. ესრეთ უკუე დასასრულსა ამის პირისასა დასაწყის ჰყოფს სხჳსა პირისა, და ყოველსავე ზედა კადნიერებითა მოწყალებისათჳს წინა-გზა-უყოფს სწავლასა თჳსსა.
2 კორინთელთა მიმართ 7:16
15. და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.16. მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7