თარგმანი: წარმოთქუმითა ჭირთა თჳსთა სიმძიმისაჲთა განადიდებს საზომსა სიხარულისასა, ვითარმედ: "ესოდენსა ჭირსა შინა მყოფსა ყოველივე იგი განმიქარვა სმენამან კეთილად წარმატებისა თქუენისამან".
2 კორინთელთა მიმართ 7:5
4. მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.5. და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.6. არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;
2 კორინთელთა მიმართ თავი 7