მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:8

7. არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე.8. რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.9. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
8. რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე; რამეთუ დაღაცათუ შეგაწუხე6 თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, და თუმცა ვინანდი (7,7-8).:

თარგმანი: ესე იყო უფროჲსი სიხარული, რაჟამს სმენითა წარმატებისა მათისაჲთა დაავიწყდეს ჭირნი იგი განსაცდელთა მის ზედა მდებარეთანი. ვინაჲცა დაღაცათუმცა უმეტეს რაჲმე ზომისა ყოფილ იყო წიგნი იგი შეწუხებისაჲ მათდა მიმართ, და ღირსი სინანულისაჲ, არღარა ინანდა მოციქული, ვინაჲთგან ხედვიდა ნაყოფსა სიტყუათა თჳსთასა, რომელ არს განმართებაჲ ცთომილებისაჲ. გარნა არარას ჰყოფდა პავლე უმეტესსა ზომისასა და ღირსსა სინანულისასა, დაღაცათუ აწ ნუგეშინისცემისა მათისათჳს იტყჳს, ვითარმედ: მძიმე და შემაწუხებელ იყვნეს სიტყუანი მისნი მათდა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის