თარგმანი: უძლურებისათჳს გონებათა მათთაჲსა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არა ესოდენსა გეტყჳ მიცემად, რაჲთა იგინი ფართოებით შუებულ ჰყვნეთ, ხოლო თქუენ ჭირსა სიგლახაკისასა მიეცნეთ, არამედ განსწორებით; ესე იგი არს, რომელი უმეტეს გაქუს საჭიროჲსა საჴმრისა, იგი მიეცით თითოეულმან". გარნა მაკედონელთა რაჲ აქებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: უფროჲს ძალისა მათისა მისცეს, არამედ შემდგომთა სიტყუათა მიერ ამათცა განუცხადებს, ვითარმედ: უმეტესიცა ძალისაჲ საძიებელ არს ქველისსაქმე.
2 კორინთელთა მიმართ 8:13
12. რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.13. რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.14. ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8