თარგმანი: წარმოუთხრა რასც მოწყალებისათჳს, რაოდენ ჯერიყო აწ ქებად იწყებს წარვლინებულთა მათ მსახურთა ამის საქმისათა, რაჲთა უეჭუელ და სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა, რომელთა მიმართ მიივლინებოდეს შემკრებელად საჴმართა; და პირველად ტიტესთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს უფროჲს სარწმუნო არს, რამეთუ ღმრთივ აღძრულ არს. ხოლო ღმრთივ აღძრულობაჲ მისი ამით საცნაურ არს, რომელ დაღაცათუ ვედრებაჲ ჩემი მიითუალა, უპირატეს უკუე თჳთ წადიერ იყო და მოსწრაფე სარგებელსა თქუენსა; ამისთჳსცა ნებსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ". იხილე სიბრძნე სამ-სახისა ამის შესხმისაჲ: ღმრთისა საქმედ ქადაგა მისლვაჲ იგი ტიტესი, რაჲთა ღმერთსა ჰმადლობდენ; და თავისა თჳსისაჲ აუწყა მვედრებელობაჲ, რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ ღმრთისაცა და მოციქულისაცა ნებაჲ არს საქმესა მას შინა. ამისსა შემდგომად ტიტეს მიმართ სიყუარულად და სარწმუნოებად აღძრნა, ვითარმედ: ეგოდენ მოსწრაფე იყო სარგებელსა თქუენსა, რომელ არცაღა ვედრებაჲ ვისი ეჴმარებოდა.
2 კორინთელთა მიმართ 8:16
15. ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.16. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა.17. რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8