თარგმანი: რაისათჳს ტიტეს სახელსა დასწერს, ხოლო მისთანათა ამათსა — არა? — ცხად არს, რამეთუ იგი შესწავებულ იყო და მეცნიერ მათდა, რომელთა მიმართ მიავლენდა, ხოლო ესენი ჯერეთ არღა ეხილვნეს მათ; ვინაჲცა უსახელოდ აქებს ოდენ, რაჲთა სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა და რაჲთა არავის აქუნდეს იჭჳ საჴმართა მიხუეჭისაჲ მათდა მიმართ. ამისთჳს აჰა კუალად სხუასა წარვლენილსა აქებს გამოცდილებითა მრავალსა შინა და მრავალგზის, რომელი-ესე სივრცე არს შესხმისაჲ; რაჟამს კაცი არა ერთგზის, არცა ერთისა მიერ, არამედ მრავალგზის და მრავალთა მიერ გამოცდილ იყოს; და არა ხოლო პირველითა თჳსითა მოსწრაფებითა, არამედ შემატებულითა და უფროჲსითა საქმედ წარმართებულ იყოს. ხოლო ამას მოსწრაფებასა ესე შესძენს, რაჟამს უეჭუელ იყოს, ვითარმედ არა ჴუებულ იქმნების სასოებისაგან მათდა მიმართისა, რომელთა მიმართ მიივლინების.
2 კორინთელთა მიმართ 8:22
21. რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.22. და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ.23. გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8