მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:24

23. გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.24. აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
24. აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათდა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა (8,24).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "საქმით აჩუენეთ მივლინებულთა ამათ ზედა სიყუარული, რომელი გაქუს ჩუენდა მომართ", და ვითარმედ: "რაჲ-იგი ვიქადე ამათ მიმართ, თქუენთჳს არა ცუდ არს". ხოლო "წინაშე პირსა ეკლესიათასა" - ესე არს, ვითარმედ: "დიდებად ეკლესიათა მათ, რომელთა მიერ ესენი წარმოვლინებულ არიან, რამეთუ უკუეთუ ამათ პატივ-სცეთ, წარმომავლინებელთა ამათთადა პატივ-გიცემიეს". ხოლო არა იტყჳს "კაცთა", არამედ "ეკლესიათა", რაჲთა უპატიოსნეს ყოს სიტყუაჲ თჳსი და ღირს კრძალვისა უმეტესისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის