თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვიხილე ესოდენი იგი წარმატებაჲ მათი, ამის მიზეზისათჳს ვევედრე ტიტეს მოსლვად თქუენდა, რაჲთა გულსმოდგინე გყვნეს არარაჲთ უდარეს ყოფად მაკედონელთასა, და ამით სახითა პირველ დაწყებული იგი მადლი თქუენდა მომართ მოსლვისაჲ უმეტესად სრულ ყოს. ხოლო პირველ დაწყებითა უმეტეს განუცხადებს მათ სიყუარულსა ტიტესსა ვითარმედ: "მან წინა-მისწრო ჩუენ და გულს-იდგინა წარმოსლვად თქუენდა მიმართ, რაჲთა ჯეროვნად აღგძრნეს არა უდარეს ყოფად მაკედონელთა. ხოლო ჩუენ ამას ოდენ ვევედრენით, რაჲთა წინადაწყებული იგი გულსმოდგინებაჲ თჳსი თქუენდა მიმართ სრულ-ყოს, სრულ-ყოფითა ამისცა მადლისაჲთა; რამეთუ ყოველსა ადგილსა მადლად უწოდს მოწყალებასა, ვითარცა ნიჭსა ზეგარდამოსა.
2 კორინთელთა მიმართ 8:6
5. და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.6. რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.7. არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8