თარგმანი: სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა ჯეროვნად უშიშ ჰყოფს მათ, რაჲთა არცა ერთსა ვის ეშინოდის, ნუუკუე ფრიადისა მიცემითა სხუათაჲთა თჳთ დაგლახაკნეს, რამეთუ ღმერთი, რომელი თესლსა არა მოაკლებს ჴორციელისა ამის სათესავისა მთესველთა და ჴორცთა ზრდის პურითა, ვითარ ნაკლულევან ყოს ჴელი სულიერთა თესლთა მთესველისაჲ, რომელი-იგი მოწყალებისათჳს წარაგებდეს მიცემულსა მას, არამედ სულიერსა თანა ჴორციელითაცა იეფობითა საჴმართაჲთა აღაორძინებს მის შორის ნაყოფთა სიმართლისათა, რომელ არიან სიმდიდრენი ქველისსაქმისანი.
2 კორინთელთა მიმართ 9:10
9. ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.10. ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.11. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9