თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა ადრე განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, ვინაჲცა მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მოსწრაფე იყო, რაჲთა მოკლებაჲ იგი ჟამთა თჳსთაჲ აღავსოს ზედაჲს-ზედაობითა დაუცხრომელ ყოფითა ქადაგებისაჲთა, რაჲთა შემდგომად მიცვალებისაცა ქადაგებდეს ამათითა მოჴსენებითა შორის მოწაფეთა თჳსთა, და ზოგად აღორძნდებოდეს სარგებელი მოწაფეთაჲ და სასყიდელი მოძღურისაჲ.
14. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე.15. და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვსა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ.16. რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა.
2 პეტრე თავი 1