📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა, განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ (1,13-15).
თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა ადრე განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, ვინაჲცა მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მოსწრაფე იყო, რაჲთა მოკლებაჲ იგი ჟამთა თჳსთაჲ აღავსოს ზედაჲს-ზედაობითა დაუცხრომელ ყოფითა ქადაგებისაჲთა, რაჲთა შემდგომად მიცვალებისაცა ქადაგებდეს ამათითა მოჴსენებითა შორის მოწაფეთა თჳსთა, და ზოგად აღორძნდებოდეს სარგებელი მოწაფეთაჲ და სასყიდელი მოძღურისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით, და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ; ჴმაჲ რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (). და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა (1,16-18).
თარგმანი: ამას გარეშეთა ბრძენთა და მწვალებელთა სიბრძნისათჳს იტყჳს, რომელთა-იგი რაჟამს ჭეშმარიტებაჲ არა აქუნდეს, მეტნობითა სიტყუათაჲთა ჰფარვიდიან ტყუილსა ზღაპართა მათთაჲსა, არამედ ქრისტეს მოწაფენი არა ეგრეთ; არა, გარნა თუალით მხილველ იყვნეს დიდებისა მის, რომელი ბუნებით ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ. ხოლო მოიღებს მას ძე მამისაგან ჴორცთა მათთჳს ჩუენგან მიღებულთა. ესე არს წამებაჲ იგი სამ-გზის ქმნილი: პირველად იორდანესა, მერმე უწინარეს ვნების ფერისცვალებასა, და კუალად მცირედ უწინარეს ჯუარცუმისა. ხოლო აწ ფერისცვალებისასა ოდენ მოიჴსენებს, რომელი თჳსაგან მოციქულთა ოდენ ესმა, რამეთუ ორნი იგი მრავალთა ერთა ასმოდეს.
მოციქულისაჲ: და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ, რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა (1,19).
თარგმანი: ვინაჲთგან მითვე სულითა ღმრთისაჲთა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, ამისთჳსცა ჴმასავე თანა მამისასა შეირაცხების მათი იგი წინა-მოსწავებაჲ ქრისტესთჳს, რომელი აწ მოციქულთა უმტკიცეს თუალით ხილულისა ჰრწმენა. რაჲსათჳსღა სიტყჳსა თჳნიერ? —ამისთჳს, რამეთუ საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ თქუმულთა მათთაჲ თუალითა იხილეს. ხოლო ვინაჲთგან უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა სახელ-ედვა იოვანეს, ვითარცა დამბეჭდველსა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთასა, ამისთჳს წამებასა მისსა წინა-უყოფს თავი მოციქულთაჲ ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რომელთა ეტყჳს უმეტესისა გულსავსებისათჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თაბორს სმენილსა ამას ჴმასა ვინმე იჭუეულ იყოს, რამეთუ არა ყოველთა ესმა, იოვანესი იგი წამებაჲ, მრავალთა მიერ სმენილობისათჳს ჩემგანცა უმტკიცესად სახელდებული, მტკიცედ შეიკრძალენ მან, რამეთუ იოვანე არს სანთელ წინა-მსრბოლ ნათლისა, და კმა არს ჟამ-ერთ სანთლის სახედ განათლებად წყუდიადსა გულთასა სიტყჳთა მით წამებისა მისისაჲთა ქრისტესთჳს. ამისთჳს იგი შეიკრძალეთ, ვიდრემდის მთიები ქრისტეს ქადაგებისაჲ აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა და ესრეთ მიიწინეთ დღესა მას მზისა მის სიმართლისასა, რომელ არს მეცნიერებაჲ სახარებისა ქრისტესისაჲ.
მოციქულისაჲ: ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაჲსწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების, რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი (1,20-21).
თარგმანი: ესე არს თარგმანი და ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ თქუმული პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა თავით თჳსით არა აიჴსნების, არცა გულისჴმა-იყოფების, არამედ ძუელისა მისგან შჯულისა განსწავლულთა უჴმს, რაჲთა მოუჴდენ სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას შინა იხილონ თარგმანებაჲ, და უფროჲსღა საქმით აღსრულებაჲ მათ მიერ თქუმულისაჲ და წინა-მოსწავებულისაჲ.