თარგმანი: ვინაჲთგან მითვე სულითა ღმრთისაჲთა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, ამისთჳსცა ჴმასავე თანა მამისასა შეირაცხების მათი იგი წინა-მოსწავებაჲ ქრისტესთჳს, რომელი აწ მოციქულთა უმტკიცეს თუალით ხილულისა ჰრწმენა. რაჲსათჳსღა სიტყჳსა თჳნიერ? —ამისთჳს, რამეთუ საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ თქუმულთა მათთაჲ თუალითა იხილეს. ხოლო ვინაჲთგან უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა სახელ-ედვა იოვანეს, ვითარცა დამბეჭდველსა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთასა, ამისთჳს წამებასა მისსა წინა-უყოფს თავი მოციქულთაჲ ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რომელთა ეტყჳს უმეტესისა გულსავსებისათჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თაბორს სმენილსა ამას ჴმასა ვინმე იჭუეულ იყოს, რამეთუ არა ყოველთა ესმა, იოვანესი იგი წამებაჲ, მრავალთა მიერ სმენილობისათჳს ჩემგანცა უმტკიცესად სახელდებული, მტკიცედ შეიკრძალენ მან, რამეთუ იოვანე არს სანთელ წინა-მსრბოლ ნათლისა, და კმა არს ჟამ-ერთ სანთლის სახედ განათლებად წყუდიადსა გულთასა სიტყჳთა მით წამებისა მისისაჲთა ქრისტესთჳს. ამისთჳს იგი შეიკრძალეთ, ვიდრემდის მთიები ქრისტეს ქადაგებისაჲ აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა და ესრეთ მიიწინეთ დღესა მას...
2 პეტრე 1:19
18. და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.19. და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.20. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების.
2 პეტრე თავი 1