თარგმანი: რომელნი-ესე მადლით გამოჴსნილ ვართ ცოდვათაგან, ამისდა თხოვად სწავლულ ვართ, რაჲთა მარადის ანგელოზსა მშჳდობისასა ვითხოვდეთ მშჳდობის-ყოფად პირველად შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა. ამისსა შემდგომად — გარეთ მომავალთა ბრძოლათაგან სულიერთა და ჴორციელთა, კაცთა და ეშმაკთა მიერთა. ესევე ნიჭი მშჳდობისაჲ თჳთ დაგჳტევა ქრისტემან, რაჟამს თქუა: მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, და მოწაფეთა ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახლსა, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და აწცა მღდელი მრავალ-გზის იტყჳს: მშვდობაჲ ყოველთა; რამეთუ ესე არს დედაჲ სიხარულისაჲ, რომლისა განმრავლების მიზეზად აწ მოციქული მეცნიერებასა იტყჳს ღმრთისასა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი მან თავადმან ქმნა ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, საცხორებელად კაცთა ქმნა და არა ხოლო საწუთრონი ესე, არამედ საუკუნენიცა იგი კეთილნი ჩუენ განგჳმზადნა. და აღუთქუამს მათ, რომელნი შეუდგენ მწოდებელისა მის ჩინებასა სათნოებისა მიდევნებითა, რაჲთა გზით იწროჲთ და ბჭით არა-ვრცელით შეიყვანნეს იგინი დიდებასა და ბრწყინვალებასა თჳსსა.
2 პეტრე 1:2
1. სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა.2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა!3. რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა;
2 პეტრე თავი 1