თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რომელთა-ეგე ბევრეულნი კეთილნი მოგიხუმან გამოჩინებითა ქრისტესითა, მოიგეთ მოსწრაფებაჲ ესევითარად მოქალაქობისაჲ, რაჲთა მადლით მოტევებასა ზედა პირველთა ცოდვათასა შემოიღოთ სარწმუნოებაჲ, საქმეთა მიერ სათნოებისათა წარმართებული, და მოქმედებად იგი ღუაწლთა სათნოებისთაჲ შჯულიერ იყავნ და აღსავსე მეცნიერებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა. ხოლო მეცნიერებით მარხვაჲ და კრძალულებაჲ ყოვლისაგან ვნებისა მოთმინებით მიიღებდინ მიმყოვრებასა, რამეთუ ესრეთ მრავალჟამეული თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ შეირაცხების ღმრთისმსახურებად. და კუალად, ღმრთისმსახურებაჲ შეიმკვების ძმათ-მოყუარებითა, და ესრეთ მიემადლების კაცსა მცირედ-მცირედ წარმატებითა თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ — სიყუარული. ხოლო სიყუარული ამით განიყოფების ძმათმოყუარებისაგან, რაჲთა არა ხოლო ძმანი, რომელ არიან მეცნიერნი და მეგობარნი, არამედ ზოგად ყოველნი კაცნი უყუარდენ, მეგობარნი და მტერნი თჳსნი და უცხონი, მორწმუნენი და ურწმუნონი.
2 პეტრე 1:5
4. რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.5. და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ,6. და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ
2 პეტრე თავი 1