თარგმანი: ყოვლითავე ამით იგავითა უღმრთოთა ტანჯვისაჲთა და ღმრთისმსახურთა გამოჴსნისაჲთა სიმონიანთა წვალებასა განაქიქებს, ვითარცა ჴორცთა გულისთქუმისა მიდევნებულსა და ყოველთავე ზეცისა ძალთა და საღმრთოთა საქმეთა განგებასა მგმობართა, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ უნდა-ვე თუმცა ანგელოზთა, ფრიად ძლიერ არიან ბრძანებითა უფლისაჲთა მიჴდად მათდა პატიჟსა გმობისასა. არამედ ნებსით დაუმარხვან იგინი დღისა მისთჳს საშჯელისა. ხოლო იგინი ჰბაძვენ პირუტყუთა უგუნურთა, რაჲთა ესრეთ იქცეოდინ, ვითარცა მოსასრველად დაბადებულნი და პირუტყუთ სახედ უგულისჴმოებით მგმობარნი. ამისთჳსცა განიხრწნნენ, ვითარცა მოქმედნი ხრწნილებისა საქმეთანი, და მიეცეს სასყიდლად საქმეთა მათთა სატანჯველი საუკუნოჲ.
2 პეტრე 2:10
9. იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს.10. უფროჲს-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ.11. სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.
2 პეტრე თავი 2