თარგმანი: ყოვლითავე ამით იგავითა უღმრთოთა ტანჯვისაჲთა და ღმრთისმსახურთა გამოჴსნისაჲთა სიმონიანთა წვალებასა განაქიქებს, ვითარცა ჴორცთა გულისთქუმისა მიდევნებულსა და ყოველთავე ზეცისა ძალთა და საღმრთოთა საქმეთა განგებასა მგმობართა, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ უნდა-ვე თუმცა ანგელოზთა, ფრიად ძლიერ არიან ბრძანებითა უფლისაჲთა მიჴდად მათდა პატიჟსა გმობისასა. არამედ ნებსით დაუმარხვან იგინი დღისა მისთჳს საშჯელისა. ხოლო იგინი ჰბაძვენ პირუტყუთა უგუნურთა, რაჲთა ესრეთ იქცეოდინ, ვითარცა მოსასრველად დაბადებულნი და პირუტყუთ სახედ უგულისჴმოებით მგმობარნი. ამისთჳსცა განიხრწნნენ, ვითარცა მოქმედნი ხრწნილებისა საქმეთანი, და მიეცეს სასყიდლად საქმეთა მათთა სატანჯველი საუკუნოჲ.
2 პეტრე 2:12
11. სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.12. ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ.13. და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.
2 პეტრე თავი 2