მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:11

10. რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,11. რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,12. რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
11. რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი არა ცოდვებისაგან თავშეკავებაში აქვთ, არამედ იმაში, რომ გეჰენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ ჰგონიათ, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; და ამის შესახებ ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია წარმოვაჩინო არა მხოლოდ ის, რომ იგი მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეჰენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვასაც არ აღვძრავ; რამეთუ საკმარისია შიში თვით შიშველი სიტყვებისგანაც კი, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის