მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:5

4. ვიდრეღა ჩუენ თჳთ თქუენთჳს ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათჳს და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ5. სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების.6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
5. სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც ყოველთვის ამას აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და ამასვე მათთვის გამოითხოვს, რადგან იცის, რომ თუ ეს იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სატანჯველთაგან, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის