მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:7

6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,7. და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,8. ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
7. და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც ყოველთვის ამას აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და ამასვე მათთვის გამოითხოვს, რადგან იცის, რომ თუ ეს იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სატანჯველთაგან, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის