მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:5

4. მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი.5. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?6. და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
5. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი არა ცოდვებისაგან თავშეკავებაში აქვთ, არამედ იმაში, რომ გეჰენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ ჰგონიათ, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; და ამის შესახებ ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია წარმოვაჩინო არა მხოლოდ ის, რომ იგი მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეჰენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვასაც არ აღვძრავ; რამეთუ საკმარისია შიში თვით შიშველი სიტყვებისგანაც კი, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის