მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:2

1. პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ,2. ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.3. ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
2. ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ, ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.“ ().

1.

რატომღა სწერს ტიმოთეს მეორე ეპისტოლეს? თქვა: „ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა“ (); ეს არ აღსრულდა; ამიტომ წერილებით ანუგეშებს მას ხილვის ნაცვლად, რადგან, შესაძლოა, იმითაც იყო დამწუხრებული და იმითაც, რომ მაშინ უკვე მმართველობას მოჰკიდებოდა ხელი. რადგან, თუნდაც ვინმე დიდი კაცები იყვნენ, როცა ეკლესიის საჭესა და მართვას იკისრებენ, უცხო რამ ემართებათ: მრავალი მხრიდან საქმეთა მრავალ ტალღაში იძირებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქადაგების დასაწყისი იყო, როცა ყველაფერი მოუხნავი იყო, ყველაფერი მტრულად იდგა და ყველაფერი წინ ეღობებოდა. და მხოლოდ ეს კი არა, მწვალებლობებიც იყო, იუდეველი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის