მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:22

21. უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ.22. ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა.23. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
22. ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ია და მიმღები. ამიტომ საჭიროა ყველაფრისთვის მომზადება: თუნდაც სიკვდილისთვის, თუნდაც მოწამეობისთვის; საჭიროა მზად ყოფნა, თუნდაც ქალწულობისთვის და თუნდაც ყოველივე ამისთვის. შემდეგ ამბობს: „ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე“ ().

ახალგაზრდული მხოლოდ სიძვის გულისთქმები კი არ არის, არამედ ყოველი უადგილო გულისთქმა ახალგაზრდულია. მოისმინონ მოხუცებულებმა, რომ არ უნდა აკეთონ ახალგაზრდების საქმეები. თუ ვინმე შეურაცხმყოფელია, ან ძალაუფლება უყვარს, ან ფული, ან სხეულები, ან რაგინდ რა, ეს გულისთქმა ახალგაზრდულია და უგუნური; რადგან როცა გული ჯერ დამყარებული არ არის და გონება სიღრმეში არ დგას, არამედ ჰაერში ჰკიდია, აუცილებელია, ეს ყველაფერი მოხდეს. ამიტომ, რათა არავინ ამათგან შეპყრობილი აღმოჩნდეს, რას ურჩევს? ახალგაზრდულ წარმოდგენებს გაექეცი; ხოლო, როგორც მოციქული ამბობს, **„შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა“...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...ი კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.

მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: „ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა“().

ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.

მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.

ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შე...

სრულად ნახვა