მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:18

17. ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა.18. და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ.19. კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
18. და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1.

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი: საპყრობილეში ცხოვრობდა, ნერონის მიერ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

„დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში“ ()

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა! - გუგუნებენ ეკლესიის ზარები,

ქრისტე აღდგა! - დღესასწაულობს ცა და ქვეყანა,

ქრისტე აღდგა! - სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.

„სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().

დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.

  • რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?

  • იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.

  • მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?

„შენთვის ღმერთი შენი ვიქმენ ძედ შენდა; შენთვის უმაღლესი ზესკნელთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის