მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

3 იოვანე 1:11

10. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.11. საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.12. დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს.
3 იოვანე თავი 1
11. საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.
თავი ბ̂. დიოტროფოჲს სიხენეშისათჳს და ძმათმოძულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი (1,11).:

თარგმანი: რომელი კეთილსა იქმოდის, არა უჴმს მას ხედვაჲ სახეთა ბოროტისათა, არამედ სახეთა კეთილისათაჲ, და დაღათუ იხილოს ვინმე ბოროტისა საქმედ, ამის მიერ შეიჭურნენ არა-ბაძვად მისსა, ვითარმედ ბოროტის მოქმედი არა ხოლო შვილებისაგან, არამედ ხედვისაგანცა ღმრთისა განვარდების, რამეთუ ხედვა ღმრთისა არს ჭეშმარიტებით ცნობაჲ მისი, ვითარმედ არავისი სხჳსა. უღირს მორჩილებაჲ, არამედ მისი ოდენ, რომლისა მიერ დაბადებულ არს. ხოლო კეთილის მოქმედი მონებისა წილ პატივსა შვილებისასა ღირს იქმნების, რაჲთა იხილოს მან ღმერთი წმიდათა თანა გულითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის