მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. დიოტროფოჲს სიხენეშისათჳს და ძმათმოძულებისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისაჲ: მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს; სიტყჳთა ბოროტითა გუგმობს ჩუენ, და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა, და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს (1,9-10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა ყოველნი შვილნი ეკლესიისანი ზოგად იღუწიდენ ესევითართა მათ. არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შეიწყნარებს სიტყუათა ჩემთა. ხოლო შენ იხილე შინებით თქუმაჲ მოციქულისაჲ. არა რისხვასა უთქუამს, არცა განკანონებასა, არამედ მოჴსენებასა ოდენ ბოროტთა საქმეთა მისთასა. რამეთუ არა თჳთ შურ-იგებს, არცა ბოროტსა რასმე უყოფს, არამედ ოდენ მოაჴსენებს სიბორეტესა ქცევისა მისისასა, ნუ-უკუე მოიქცეს და შეინანოს მგმობარ ყოფაჲ მოციქულისაჲ და თჳთ არა შესლვაჲ ბჭესა უცხოთმოყუარებისასა და შემავალთა ყენებაჲ.

მოციქულისაჲ: საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი (1,11).

თარგმანი: რომელი კეთილსა იქმოდის, არა უჴმს მას ხედვაჲ სახეთა ბოროტისათა, არამედ სახეთა კეთილისათაჲ, და დაღათუ იხილოს ვინმე ბოროტისა საქმედ, ამის მიერ შეიჭურნენ არა-ბაძვად მისსა, ვითარმედ ბოროტის მოქმედი არა ხოლო შვილებისაგან, არამედ ხედვისაგანცა ღმრთისა განვარდების, რამეთუ ხედვა ღმრთისა არს ჭეშმარიტებით ცნობაჲ მისი, ვითარმედ არავისი სხჳსა. უღირს მორჩილებაჲ, არამედ მისი ოდენ, რომლისა მიერ დაბადებულ არს. ხოლო კეთილის მოქმედი მონებისა წილ პატივსა შვილებისასა ღირს იქმნების, რაჲთა იხილოს მან ღმერთი წმიდათა თანა გულითა.