თარგმანი: იგივე და ერთ იყვნეს ძმანი და უცხონი და ამისთჳს მაქებელ ექმნების მოციქული გაიოსს, რამეთუ ზოგად შეიკრიბნა ძმათმოყუარებაჲ და უცხოთმოყუარებაჲ, რამეთუ ძმანი იყვნეს ერთსარწმუნოებისათჳს და უცხო — სტუმრობისათჳს, რომელნი-იგი მიმორბიოდეს მსახურებასა მას სახარებისა ქადაგებისასა, და არარაჲ აქუნდა მათ თანა წარმავალთაგანი, არამედ მხოლოდ ყოველთა გამომზრდელსა მას ესვიდეს ჴელსა ღმრთისასა. ამისთჳს უცხოთ შემწყნარებელი და მსტუმრებელი და განმსაგზლველი მათი მას თავადსა შეიწყნარებს, რომელი იტყჳს: რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარებს. და კუალად, თანაშემწე იქმნების ჭეშმარიტებისა, ვითარცა საჭიროჲსა საზრდელისაგან უზრუნველმყოფელი ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათაჲ. ამისთჳს ქებაჲ მისი განითქუმის შორის შესაკრებელისა წმიდათაჲსა.
3 იოვანე 1:5
4. სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.5. საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა,6. რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა.
3 იოვანე თავი 1