თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოღუაწებისათჳს ზემო თქუმულთა ჭეშმარიტებისა ქადაგებითა დამაშურალთაჲსა მოვწერე მანდა შესაკრებელისა თქუენისა და რაჲთა ყოველნი შვილნი ეკლესიისანი ზოგად იღუწიდენ ესევითართა მათ. არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შეიწყნარებს სიტყუათა ჩემთა. ხოლო შენ იხილე შინებით თქუმაჲ მოციქულისაჲ. არა რისხვასა უთქუამს, არცა განკანონებასა, არამედ მოჴსენებასა ოდენ ბოროტთა საქმეთა მისთასა. რამეთუ არა თჳთ შურ-იგებს, არცა ბოროტსა რასმე უყოფს, არამედ ოდენ მოაჴსენებს სიბორეტესა ქცევისა მისისასა, ნუ-უკუე მოიქცეს და შეინანოს მგმობარ ყოფაჲ მოციქულისაჲ და თჳთ არა შესლვაჲ ბჭესა უცხოთმოყუარებისასა და შემავალთა ყენებაჲ.
3 იოვანე 1:9
8. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.9. მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ.10. ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.
3 იოვანე თავი 1