როცა იცი, რომ ქმნილებანი თავად შემოქმედის წინაშე მშვენიერნი აღმოჩნდნენ, მით უფრო მეტად განცვიფრდები მათით, მაგრამ მაინც ვერაფერს დაუმატებ მათ შექებასა და დიდებას. ასეთი მეუფე გყავს, ისეთ საქმეებს რომ აღასრულებს, ჩვენგან შექებას ვერ იტევენ. და მართლაც, როგორ შეუძლია ადამიანურ ბუნებას ღვთის საქმეთა ღირსეული შექება ან დიდება? შემდეგი სიტყვებიდანაც ხედავ დიდი ხელოვანი ღმერთის გამოუთქმელ სიბრძნეს. როგორც კი ჩვენ დედამიწის სახე გაგვიხსნა, უკვე თავისი ბრძანებით ჯეროვან შვენიერებას ანიჭებს მას, მის სახეს მრავალფეროვანი თესლებით ამკობს რა. „და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ" (). რას ნიშნავს: „და იქმნა ეგრეთ"? უფალმა ბრძანა, ესე იგი, და დედამიწამ მაშინვე შობის ტკივილი იგრძნო და თესლთა აღმოცენებისთვის მომზადდა. „და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე...
დაბადებისა 1:12
11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.
დაბადებისა თავი 1