მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:19

18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
დაბადებისა თავი 1
19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ვარსკვლავთა დანიშნულება და ცის სამყაროს სილამაზე (1:19):

...აჰა კეთილ. ფრიად"** (); მაგრამ წერილი, ჩვენი გონების დიდი სისუსტის მცოდნე, ამას ნაწილ-ნაწილადაც აკეთებს, რათა ჩვენ ჩაგვანერგოს, რომ ყველაფერი უმაღლესი სიბრძნითა და გამოუთქმელი სიყვარულით არის შექმნილი. „და იქმნა, — ამბობს, — მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე" (). როცა (ღმერთმა) დაასრულა ცის შემკობა, ვარსკვლავებით დაფინა და ორი დიდი მნათობი შექმნა, დღეს დაასრულა და ამბობს: „იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე". შეხედე, როგორ ამბობს ამას ყოველ დღეზე, რომ სწავლების ხშირი განმეორებითით ჩვენს გონებაში საღვთო დოგმატები განამტკიცოს.

6. შეგონება მართალი დოგმატების დაცვისა და შემოქმედის თაყვანისცემისკენ

ეს ყოველივე ჩვენი გულის სივრცეზე ამოვიტვიფროთ და მთელი უზრუნველობა გულიდან განვდევნოთ, გულმოდგინებით შევინარჩუნოთ მართალი დოგმატები და ელინურ ცთომილებას დამონებულთ ყოველგვარი სიმშვიდით ვასწავლოთ, რომ წესრიგს ნუ არღვევენ და, შემოქმედი მიატოვონ რა, ნუ თაყვანს სცემენ ქმნილებებს, ჩვენი სიკეთისა და ცხონებისთვის შექმნილთ. ელინებმა (თავიანთი ცრუ სწავლება) თუნდაც ძალის გამოლევამდე იმეორონ, მე ხმამაღლა ვღაღადებ, რომ ეს ყოველივე კაცთა მოდგმისთვის არის შექმნილი, რადგან ყოვლადკმაყოფილ შემ...

სრულად ნახვა