მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:25

24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 1
25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ხმელეთის ცხოველთა შექმნა (1:23-25):

...ღვტაცებოდეთ და გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი სიბრძნითა და გამოუთქმელი სახიერებით იქნა შექმნილი, მოახლოებული ადამიანის პატივისთვის.

„და შექმნა, — ნათქვამია, — ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ" (). სად არიან ახლა, ვინც ბედავს თქმას: რისთვის მხეცები? რისთვის ქვეწარმავლები? საღვთო წერილის სიტყვები ისმინონ: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". მითხარი, თავად შემოქმედი მოიწონებს შექმნილს, შენ კი ლანძღვას ბედავ? რა უგუნურებაა ეს! ხომ, რაც შეეხება თესლებსა და მცენარეებს, მიწამ არა მხოლოდ ნაყოფიერი ხეები, არამედ უნაყოფონიც წარმოქმნა, არა მხოლოდ ჩვენთვის უსარგებლო ბალახები, არამედ უცნობი და თუნდაც მავნე ბალახებიც; მაგრამ ამის გამო ვერავინ გაბედავს ამ ქმნილებების გმობას, რადგან არაფერია ტყუილად და უმიზნოდ შექმნილი: ხომ შემოქმედისგან ქებას ვერ მიიღებდა, უსარგებლო რომ ყოფილიყო. როგორც ხეებს შორის ყველა ნაყოფიერი არ არის, არამედ უნაყოფოც ბევრია, მაგრამ ეს უკანასკნელნიც ნაყოფიერთ არანაკლებ საოცარ სარგებელს გვაძლევენ, ჩვენს მოსვენებას ემსახურებიან, რადგან მათგან სახლებს ვაშენებთ და სხვა მრავალ მოხერხებულობას ვიმზადებთ — და საერთოდ...

სრულად ნახვა