მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 10:21

20. ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.21. და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.22. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.
დაბადებისა თავი 10
21. და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. დიდი კვირა და ერთი ენის საიდუმლო (11:1-2):

...ეს დღევანდელი საკითხავით გაგიმასპინძლდებით, ამ საკითხავის განმარტებით და ამავე დროს საღვთო წერილის ზედმიწევნითობას გიჩვენებთ. ნოეს შესახებ თხრობა რომ დაასრულა, წერილმა უკვე სემის მოდგმის ჩამოთვლა დაიწყო და ამბობს: „და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა" (). შემდეგ, სახელების ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა" (). შეხედე, როგორ აცნობა წერილმა ამ ძის სახელითვე მალე მომხდარი სასწაულის შესახებ, რათა შენ, როცა თავად მოვლენას იხილავ, აღარ გაგეკვირვებინა, რადგან უკვე იცოდი, რომ ეს ძის სახელით წინასწარ უწყებული იყო. ხოლო ამ ებერის შვილთაგან შემდეგ შობილთა ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა" (), — აქ მიწას კი არ გულისხმობს, არამედ ადამიანთა მოდგმას, რათა გვასწავლოს, რომ მთელ კაცობრიობას ერთი ენა ჰქონდა. „და იყო, — ამბობს, — ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა". „ერთი ბაგის" ქვეშ მეტყველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქო...

სრულად ნახვა