მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 10:6

5. როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.6. ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.7. ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.
დაბადებისა თავი 10
6. ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილი როგორც სულიერი წამალი

ჩვენ ახლა მართლის (ნოეს) შესახებ თხრობის ბოლომდე მივედით; ამიტომ, გთხოვთ, დაძაბეთ გონება და ყურადღებით მოისმინეთ ნათქვამი. დღევანდელი საკითხავიდანაც შეიძლება არცთუ მცირე და არცთუ უმნიშვნელო სარგებლის მიღება, რადგან ყველაფერი, რაც ძველ (მამებს) შეემთხვათ, თუკი ყურადღებიანი ვიქნებით, შეუძლია უდიდესი აღშენება მოგვიტანოს. სწორედ ამიტომ არის აღწერილი არა მარტო წმინდანთა სათნოებანი, არამედ მათი შეცოდებანიც, რათა ჩვენ ეს უკანასკნელნი ავარიდოთ, ხოლო პირველთ მივბაძოთ. მხოლოდ ეს არ არის: საღვთო წერილი გიჩვენებს, რომ მართალნიც ხშირად ეცემოდნენ, ხოლო ცოდვილნი დიდ გამოსწორებას იჩენდნენ, რათა იქიდანაც და აქიდანაც საკმარისი შეგონება მივიღოთ, რათა (სიკეთეში) მდგომი უზრუნველობას არ მიეცეს, ხედავს რა, რომ მართალნიც ეცემოდნენ, ხოლო ცოდვებში მყოფი არ სასოწარიკვეთოს და იცოდეს, რამდენმა (ცოდვილმა) მოინანია და (სათნოების) უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ამრიგად, გთხოვთ, არავინ იამაყოს, თუნდაც ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს, არამედ ფრთხილად იყოს და ყურადღება მიაქციოს ნეტარი პავლეს შეგონებას, რომელიც ამბობს: «ამიერითგან, რომელი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის