მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:5

4. და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.
დაბადებისა თავი 12
5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.
საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის მორჩილება და გამოსვლა ხარრანიდან (12:4-5):

მოისმინეთ, საყვარელნო, რა ბრძანებები მისცა უფალმა ქალდეველს, მოხუცს, რომელმაც არც რჯული იცოდა, არც წინასწარმეტყველები წაეკითხა და არანაირი სხვა სწავლება არ მიეღო? ხედავთ, რა მნიშვნელოვანი ბრძანებებია? რა ამაღლებული და მამაცური სული სჭირდებოდა მათ აღსასრულებლად? შეხედეთ პატრიარქის მორჩილებასაც, როგორ აღწერს მას წერილი. „და გამოვიდა", — ამბობს, — „აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ". ნათქვამია არა უბრალოდ: „გამოვიდა აბრაამ", არამედ: „ვითარცა ამცნო მას უფალმან", — ანუ ის ყველაფერი აღასრულა, რაც ბრძანებაში იყო მოცემული. ღმერთმა უთხრა, ყველაფერი — ნათესაობა და სახლი — დაეტოვებინა, — და მან დატოვა. უთხრა, უცნობ მიწაზე წასულიყო, — ის დაემორჩილა. აღუთქვა „ნათესავად" დიდად ყოფა და კურთხევა, — მან ირწმუნა, რომ ესეც აღსრულდებოდა. ერთი სიტყვით, „ვითარცა ამცნო მას უფალმა" ღმერთმა, ისე „გამოვიდა", ანუ ღვთის სიტყვები ირწმუნა, ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე, და მტკიცე სულითა და გამბედაობითით წავიდა: ამიტომაც დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდა უფლისგან. „და ჰყუა", — ნათქვამია, — „მის თანა ლოთ"....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის