შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა, რა დაწვრილებით მოგვითხრობს ყველაფრის შესახებ, რათა ყველაფრიდან შევიცნოთ მართლის ღვთისმოსაობა. „და მიიყუანა", — ამბობს, — „სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი, რაოდენი მოიგეს ხარანს". უმიზეზოდ არ არის ნათქვამი: „ყოველი, რაოდენი მოიგეს ხარანს", — რათა ვიცოდეთ, რომ პატრიარქმა ქალდეადან არაფერი წაიღო თან, არამედ მთელი ეს მამის ქონება ძმას დაუტოვა და მხოლოდ იმით წავიდა, რაც ხარრანში მოეხვეჭა. ესეც ამ საოცარმა კაცმა თან არა იმიტომ წაიყვანა, თითქოს ქონებას ეძვირფასებოდა ან ანგარი იყო, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ქონებით ყველასთვის ღვთის მისადმი მზრუნველობა ემტკიცებინა. ის, ვინც ქალდეადან გამოიყვანა და შემდეგ იქიდანაც გადასახლება უბრძანა, თავადვე ამრავლებდა ყოველდღიურად მის ქონებას და ყოველგვარ უსიამოვნებას აცილებდა. ამგვარად, ისიც, რომ აბრაამი ამ ქონებას თან ატარებდა მთელ გზაზე, მისი სულის ღვთისმოსაობის მტკიცებულება იყო. ვინც მას ხედავდა, ალბათ სურდა სცოდნოდა მართლის ასეთი მოგზაურობის მიზეზი. შემდეგ, გაიგებდა რა, რომ ის უცხო მიწაზე გადასახლდა, თავისი საკუთრება სამშობლოში დატოვა,...
დაბადებისა 12:6
5. და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.7. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.
დაბადებისა თავი 12