მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:10

9. ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ.10. ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.11. და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს.
დაბადებისა თავი 14
10. ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მეფეთა ომი და წერილის სიზუსტე (14:1-13):

მაგრამ დროა, თავად დღევანდელი საკითხავი შემოგთავაზოთ. ის თითქმის არც საჭიროებს ახსნას — საკმარისია მხოლოდ წაიკითხო, რომ მართლის სათნოების სიმაღლე გამოჩნდეს. „ხოლო იქმნა, — ამბობს წერილი, — მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა" (). შეხედე წერილის ზედმიწევნითობას, რა სიზუსტით ახსენა მეფეთა და ხალხთა სახელები: ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის, რომ თავად სახელებიდან გაგეცნო მათი ბარბაროსული თვისებები. ისინი, ამბობს წერილი, „ყვეს ბრძოლაჲ" სოდომის მეფესთან და სხვა მეფეებთან. შემდეგ აჩვენებს თავად მიზეზსაც, რის გამოც ომი დაიწყო. „ათორმეტ წელს, — ამბობს, — ჰმონებდეს ქოდოლგომორს", ელამის მეფეს; „ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის