...ნ განშორებულს და უკეთესი ადგილების ამრჩევს მაშინვე ასეთ საფრთხეებში ჩავარდნა და უცხოტომელთა უღელქვეშ მოქცევა! „ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი, — ამბობს წერილი, — და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა" (). რატომ არ შეიტყო პატრიარქმა თავად ასეთი ომის წარმოების შესახებ? ალბათ, დიდი მანძილი იყო, ამიტომ არ იცოდა. „ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ"; წერილი ასე ამბობს, რათა შეგვახსენოს, რომ აბრაამი ქალდეადან გადმოსულია. რადგან მისი საცხოვრებელი ევფრატის იმ მხარეს იყო, ამიტომ უწოდეს „წიაღ" (მდინარის გაღმა). ეს სახელწოდება მშობლებმა მისცეს თავიდანვე, წინასწარ მიანიშნეს რა მისი გადასახლება იქიდან. რადგან მას ევფრატის გადალახვა და პალესტინაში წასვლა ეწერა, ამიტომ ეწოდა ებრაელი.
4. ლოტის ტყვეობა და აბრაამის გამოლაშქრება (14:13-18)
შეხედე, როგორ მშობლებმა, ურწმუნონიც კი, თავადაც არ იცოდნენ რა, უზენაესი ღვთიური სიბრძნის ხელმძღვანელობით, ასეთი სახელი დაარქვეს თავიანთ შვილს, როგორც ლამექმა — ნოეს. ეს ღვთის კაცთმოყვარეობის საქმეა, რომ ხშირად ურწმუნოთა მეშვეობითაც, დიდი ხნით ადრე, წინასწარ ამცნობს მომავალს. **„მოვ...