შეხედე, როგორ მშობლებმა, ურწმუნონიც კი, თავადაც არ იცოდნენ რა, უზენაესი ღვთიური სიბრძნის ხელმძღვანელობით, ასეთი სახელი დაარქვეს თავიანთ შვილს, როგორც ლამექმა — ნოეს. ეს ღვთის კაცთმოყვარეობის საქმეა, რომ ხშირად ურწმუნოთა მეშვეობითაც, დიდი ხნით ადრე, წინასწარ ამცნობს მომავალს. „მოვიდა ვინმე განრომილთაგანი, — ნათქვამია, — და უთხრა აბრაამს წიაღ" მომხდარის შესახებ, მისი ძმისწულის ტყვეობის, მეფეთა დიდი ძლიერების, სოდომის გაპარტახებისა და ძლეულთა სამარცხვინო გაქცევის შესახებ. ის კი „მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა" (). ვინმე, შესაძლოა, აქ იკითხავს, რატომ გაქცეულ სოდომელთაგან მხოლოდ მართალი ლოტი წაიყვანეს ტყვედ? ესეც არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რომ ლოტს საქმით შეეცნო პატრიარქის სათნოება, მისი მეშვეობით გადარჩენილიყვნენ დანარჩენი სოდომელებიც და ისწავლოს, რომ არ უნდა ეძიოს უკეთესი ადგილები, არამედ ნაკლებით დაკმაყოფილდეს. მაშ, მოვისმინოთ, რა მოხდა შემდეგ, რათა შევიცნოთ მართლის სათნოებაც და...
დაბადებისა 14:18
17. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.19. და აკურთხა აბრაამ და თქუა:
დაბადებისა თავი 14