მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:21

20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.22. და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.
დაბადებისა თავი 14
21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):

რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: „უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის