...ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა. და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს. და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი"** (). არ გამოვტოვოთ, საყვარელნო, ნათქვამი უყურადღებოდ იმ აზრით, თითქოს ეს თხრობა სრულიად უსარგებლო იყოს. საღვთო წერილმა ყველაფერი ეს იმ მიზნით მოგვითხრო დაწვრილებით, რომ გავიგოთ ამ ბარბაროსთა ძალა, რა სიმამაცე გამოიჩინეს, რა სისწრაფით მიეტანენ ბრძოლას, ისე, რომ გმირებიც კი — სხეულით ძლიერი ადამიანები — დაამარცხეს და ყველა იქ მცხოვრები ხალხი დაიმორჩილეს. როგორც ძლიერი ნიაღვარი თავისი დინებით ყველაფერს მოიცავს და ანგრევს, ასევე ეს ბარბაროსები, ყველა იმ ხალხს რომ დაესხნენ, თითქმის ყველა მათგანი ამოწყვიტეს და ამალეკელთა მთავრები და ყველა დანარჩენი დაამარცხეს. მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ თქვას: რა სარგებელი მაქვს, თუ ბარბაროსთა ძალას გავიგებ? არა უბრალოდ და არა უმიზნოდ შეიტანა წერილმა ეს გარემოება თავის თხრობაში; არა ტყუილად ვთავაზობთ ჩვენც ახლა თქვენ წინასწარ მათი სიმამაცის გაცნობას, არამედ იმისთვის, რომ, ქადაგების გაგრძელებისას, შეიცნოთ...
დაბადებისა 14:4
3. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.4. ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს.5. ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა.
დაბადებისა თავი 14