მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 15:14

13. და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.14. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.15. ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
დაბადებისა თავი 15
14. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)

დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის თვისება: მის მცირე სიტყვებში ხშირად აზრთა უდიდესი სიმრავლის პოვნაა შესაძლებელი. რადგან ეს არის ღვთიური სწავლება და არა ადამიანური, ამიტომაც ხედავს ყოველი, რომ ის ადამიანური სიბრძნისგან სრულიად განსხვავებულია. ავხსნი, რა გზით. იქ (ადამიანურ სიბრძნეში ვგულისხმობ) ადამიანთა მთელი ძალისხმევა სიტყვების გადმოცემაზეა მიმართული; აქ — სრულიად პირიქით: საღვთო წერილს სიტყვების სილამაზე ან (ხელოვნური) შეხამება არ ადარდებს; მას თავისთავად ღვთიური მადლი აქვს, რომელიც მის სიტყვებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს ანიჭებს. და კვლავ, იქ (ადამიანურ ნაწერებში) ვრცელი და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის