ნუ გაოცდები, ამბობს, საკუთარ თავსა და სიბერეს რომ უყურებ, სარას უნაყოფობასა და მისი საშოს უსიცოცხლობას, და ნუ იფიქრებ, ბევრს ვამბობო, როცა ვეუბნები: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე". არამხოლოდ ამას გიწინასწარმეტყველებ, არამედ იმასაც, რომ შენი თესლი უცხო მიწაზე გადასახლდება. არ უთხრა ღმერთმა: ეგვიპტეში, და მიწა სახელით არ დაუსახელებია, არამედ თქვა: მიწაზე „არა თჳსსა"; იქ მონობასა და სიღარიბეს გადაიტანენ, შეავიწროვებენ მათ არა მცირე ხნით და არა მცირე წლებით, არამედ „ოთხას წელ". მაგრამ მე მათ გულისთვის შურს ვიძიებ: „ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე", და მოვახერხებ, რომ აქ დაბრუნდნენ „განმზადებულებითა მრავლითა". აბრაამისთვის რა უეჭველად მოხდებოდა, იმის წინასწარმეტყველებისას — როგორც მონობის, ისე ეგვიპტეში წასვლის, რისხვის, რომელიც ეგვიპტელებს უნდა განეცადათ მისი შთამომავლების გამო, და მათი (იქიდან) დიდებული დაბრუნების შესახებ, — ღმერთი აჩვენებს მას, რომ არამხოლოდ მის თავზე აღსრულდება ზებუნებრივი საქმეები (ღვთისა), და არამხოლოდ მასზე იქნება, რომ ღვთის ყველა წინასწარმეტყველება, ასეთი დიდი დაბრკოლებების შემდეგ,...
დაბადებისა 15:16
15. ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.16. და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.17. ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.
დაბადებისა თავი 15