მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 15:18

17. ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.18. მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.19. კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.
დაბადებისა თავი 15
18. მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)

დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის თვისება: მის მცირე სიტყვებში ხშირად აზრთა უდიდესი სიმრავლის პოვნაა შესაძლებელი. რადგან ეს არის ღვთიური სწავლება და არა ადამიანური, ამიტომაც ხედავს ყოველი, რომ ის ადამიანური სიბრძნისგან სრულიად განსხვავებულია. ავხსნი, რა გზით. იქ (ადამიანურ სიბრძნეში ვგულისხმობ) ადამიანთა მთელი ძალისხმევა სიტყვების გადმოცემაზეა მიმართული; აქ — სრულიად პირიქით: საღვთო წერილს სიტყვების სილამაზე ან (ხელოვნური) შეხამება არ ადარდებს; მას თავისთავად ღვთიური მადლი აქვს, რომელიც მის სიტყვებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს ანიჭებს. და კვლავ, იქ (ადამიანურ ნაწერებში) ვრცელი და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის