..., დროებითი ცხოვრებიდან — უცვლელ, უკვდავ და დაუსრულებელ ცხოვრებისკენ. „მე, — ამბობს, — წარვწყმდები უშვილოდ". და, რათა უფალი შებრალებისკენ მიეხრო, ამაზე არ შეჩერდა, არამედ კიდევ რა თქვა? „ძე მასეკის, მონისა ჩემისა,... ესე დამასკოჲს ელიეზერ... ვინათგან მე არა მომეც თესლი,... სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე" (). დიდი სულიერი მწუხარება ჩანს ამ სიტყვებში; თითქოს ასე ეუბნება ღმერთს: იმის ღირსიც ვერ გავხდი, რისიც ჩემი სახლისწული ღირსია; უშვილოდ და უმოდგმოდ მოვკვდები, და აი, ეს ჩემი სახლისწული დამიმკვიდრებს — როგორც იმას, რაც უკვე მომეცი შენგან, ასევე იმას, რაც არაერთხელ აღმითქვი, როცა ამბობდი: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე". შენიშნე აქაც მართლის სათნოება. ამგვარი აზრები რომ ჰქონდა სულში, არასოდეს წუწუნებდა, არასოდეს დრტვინავდა; არა, ახლაც, ღვთის სიტყვებით გამხნევებული, სასოებით მივიდა უფალთან, გამოუცხადა თავისი აზრების შეშფოთება და სულის ჭრილობა აჩვენა, — რის გამოც სწრაფი განკურნებაც მიიღო: „და მეყსეულად, — ნათქვამია, — იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა: ნათქვამია „მეყსეულად", ანუ უფალმა მართალს მცირე ხნითაც კი არ მისცა სევდის ნება, არამედ სწრაფი...
დაბადებისა 15:3
2. და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.3. და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
დაბადებისა თავი 15