მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 15:4

3. და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.5. და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.
დაბადებისა თავი 15
4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. „ნუ გეშინინ, აბრაამ" — ღვთის აღთქმა მემკვიდრისა (15:1-5):

შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა, რა სწრაფად და დაუყოვნებლივ აჯილდოებს თავის მოღვაწეს თავისი წყალობით, ამგვარად მის ძალებს ამაგრებს და განაახლებს. „იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩუენებასა შინა ღამისასა". რატომ ღამით? იმისთვის, რომ მისი სიტყვები სიჩუმეში ყოფილიყო მიღებული. და ეუბნება: „ნუ გეშინინ, აბრაამ", — შენიშნე განსაკუთრებული მზრუნველობა. რატომ უთხრა: „ნუ გეშინინ"? ვინაიდან მან, მეფის ძღვენზე ნაკლებად ზრუნველმა, ესოდენ დიდ სიმდიდრეს ხელი აარიდა, ღმერთი ეუბნება: „ნუ გეშინინ", რომ ამგვარი ძღვენი უგულებელყავი, და ნუ იფიქრებ, თითქოს ამის გამო შენი მონაგარი შემცირდა. „ნუ გეშინინ". და, რათა კიდევ უფრო აღძრას მისი სული, მასთან საუბრისას სახელითაც მოიხსენიებს: „ნუ გეშინინ, აბრაამ". არცთუ მცირედ ამხნევებს ისიც, როცა მოწოდებულის სახელი წარმოითქმის. შემდეგ ამბობს: „მე შეგეწიო შენ". ეს გამოთქმაც მრავლისმეტყველია. მე, რომელმაც ქალდეის მიწიდან გამოგიწვიე; მე, რომელმაც აქ მოგიყვანე; მე, რომელმაც ეგვიპტეში საფრთხეებისგან გაგარიდე; მე, რომელმაც არაერთხელ აღგითქვი შენთვის და შენი თესლისთვის ამ მიწის მინიჭება; მე შეგეწევი. მე,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის