...ბას იგდებენ და გაქცევას მიმართავენ. მაგრამ შეხედე აქაც, რა ზეციური მზრუნველობით სარგებლობს მხევალიც — მართლის პატივისთვის. ვინაიდან იგი მართლის თესლს ატარებდა, ანგელოზის გამოცხადებასაც ეღირსა. „ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა" (). შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა, როგორ არავის უგულებელყოფს, არამედ მონა თუ მხევალი, ყველაზე თავის განგებას ავლენს, არა წოდებათა განსხვავებას უყურებს, არამედ სულის განწყობას. თუმცა აქ ანგელოზი არა მხევლის დამსახურებით გამოცხადდა, არამედ მართლის პატივის გულისთვის. როგორც ვთქვი, მას დიდი მზრუნველობის ღირსად ყოფნა ეკუთვნოდა, რადგან მართლის თესლის მიღების ღირსი გახდა. „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ?" (დაბ 16:7–8). შეხედე, როგორ ანგელოზის სიტყვებივე აგონებენ საკუთარ მდგომარეობას. იმისთვის, რომ უფრო ყურადღებიანი გაეხადა, თავიდანვე სახელით უწოდებს და ამბობს: „აგარ", — რადგან ჩვეულებრივ უფრო ყურადღებით ვუსმენთ იმას, ვინც სახელით გვიხმობს. შემდეგ სიტყვებით: „მჴევალო სარასო", ანგელოზი დედოფალს ახსენებს და ამით აცნობებს, რომ, თუნდაც მრავალჯერ ბატონის საწოლი ეზიარა, მაინც...
დაბადებისა 16:7
6. და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.8. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.
დაბადებისა თავი 16