მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველების თანახმად მათ ეგვიპტეში მონობაც უნდა ეტვირთათ, იქაც რომ ეგვიპტელებში არ აღრეულიყვნენ, ღმერთი ნიშნის სახით მართალს წინადაცვეთას უბრძანებს და ამბობს: „ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე, წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (დაბ 17:10–11). შემდეგ ასწავლის რა მათ და ჩვენ ყველას, თუ რისთვის მისცა ასეთი მცნება — სწორედ იმისთვის, რომ ეს ღვთის რჩეული ხალხის ნიშანი ყოფილიყო, — ამბობს: „და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (). შემდეგ დროსაც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო წინადაცვეთა: „და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან...
დაბადებისა 17:11
10. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,11. წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.12. და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.
დაბადებისა თავი 17